15.10.2024
- Advertisement -spot_img

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს, 15 აპრილს გაემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს, 15 აპრილს გაემგზავრება. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. ქართული ოცნებიდან დელეგაციის წევრები არიან ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. საპარლამენტო ოპოზიციიდან კი, დელეგაციაში ხუთი დეპუტატი შედის – ვიცე-სპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი, გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფრაქცია რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი და ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. დელეგაციაში არ იქნებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები.

ოფიციალური ვიზიტი ერთდღიანი იქნება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დელეგაცია ბუჩაში ჩავა, ასევე, კიევში შეხვდება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს.

“ჩვენი მიზანია, რომ უკრაინაში ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმროთ იმ მძიმე ადამიანურ დანაკარგებზე, რომელიც სამწუხაროდ, ომს თან ახლავს” – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img