18.01.2025

საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა გახშირდა

სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. „ტროლებისა” და „ბოტების” შეტევა გახშირდა, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი ფაქტების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენჯერმე გააკეთა შესაბამისი განცხადება. გამონაკლისი არც ამჟამინდელი შემთხვევაა.

„სამწუხაროდ, ჩვენს Facebook-გვერდზე, ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img