27.07.2021
- Advertisement -spot_img

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი – წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150%-იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია

საფრანგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – „ევრონისუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა.

„მხოლოდ 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 18 000 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთი კვირის წინ 7 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია, არც კოვიდის თავდაპირველად დაფიქსირებული შტამით, არც ბრიტანულით, არც სამხრეთ აფრიკულით და არც ბრაზილიურით,”- აღნიშნა ოლივერ ვერანმა.

მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img