18.04.2024
- Advertisement -spot_img

საფრანგეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ მოუპოვა

საფრანგეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.


მხეიძემ სამხრეთკორეელ ჯინ ვონ კიმს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველ სპორტსმენს წარმატება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა.
“ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა, ახლახან მოიპოვა ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს” – დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img