15.10.2024
- Advertisement -spot_img

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს საფრანგეთმა ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ქვეყანაში საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. პირველადი ეგზიტპოლების შედეგები, საღამოს 6 საათისთვის გახდება ცნობილი.

ქვეყნის პირველი პირობისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარი ლე პენი იბრძვიან. ისინი ლიდერები არიან, თუმცა, მათ გარდა არის კიდევ 10 კანდიდატი. 

რამდენიმე კვირით ადრე, წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, ემანუელ მაკრონი ლიდერობდა. თუმცა, არააქტიურმა კამპანიამ და ქვეყანაში ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი შეარყია.

ამის საპირისპიროდ, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დასავლური მედიები წერენ, რომ დღეს, წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img