24.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 15%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოდან აზერბაიჯანში 195,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14,6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი 4.7%-ით შემცირდა და 212.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობამ 408 მილიონი 124.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობა 0.24%-ით შემცირდა.

საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 8,1%-ს შეადგენს და  მეოთხე ადგილს იკავებს მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img