08.12.2024

საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. 2021 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (25 966 ადამიანით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა).

საქსტატის ცნობითვე, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% – ქალი.

“სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით” – აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და აღნიშნავს, რომ 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img