20.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნებმა“ ბათუმში შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხეს.

მატჩი შვედებთან ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და თამაში ძირითადად საქართველოს ნაკრების ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტაიმში, მატჩის 61-ე წუთზე „ჯვაროსნების“ შესრულებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოში არსებული არეულობით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

78-ე წუთზე კვარაცხელია მეკარესთან ერთ-ერთზე გავიდა, დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა.

ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩს 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img