25.10.2021
- Advertisement -spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

1tv.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, დემნა გვასალიას ღირსების მედალი გადასცა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი პარიზიდან იუწყება, სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალიას ქართველი ხალხის სახელით ჯილდოს მიღება მიულოცა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება, გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც იმ ყველაფრის დაფასებაა, რაც შეძელით და რასაც მიაღწიეთ. ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება. ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია. სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა. ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სადღაც მაინც უკვე გავიმარჯვეთ – დღეს შეიძლება, ასეთი წარმატებული იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც თავის დარგში, თავისი ნიჭითა და შრომით მსოფლიო დაიპყრო. ეს არის დღე, რომელიც არ ანელებს ტკივილს, მაგრამ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი წინ მივდივართ. ამის იმედი გვაქვს ყველას და ამისი გვჯერა.

მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ვწუხვარ, რომ დედათქვენი ახლა აქ არ არის და ვერ იზიარებს ამ სიხარულს. ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისთვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ, რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, – განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ბიძინა კულუმბეგოვი – ყველას უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც მისი სტატუსი იქნება ასახული და აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად

„კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img