20.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება. ეს ინფორმაცია ლევან დოლიძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა და აღნიშნა, რომ გახარიას დაფუძნებული პოლიტიკური პარტია ფოკუსირებული იქნება არა აგრესიაზე, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრაზე

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრემიერის გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არა აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისა და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ”,-განაცხადა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img