19.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოს რაგბის კავშირმა ლიეტუვას შვიდკაცა ნაკრები სათამაშოდ მოიწვია, მაგრამ აეროპორტში არ დახვდა

რაგბის კავშირი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ლიეტუვას შვიდკაცა ეროვნული ნაკრებს თბილისში რაგბის კავშირიდან არავინ დახვდა.

ტელეკომპანია “ტვ პირველის” ინფორმაციით, ლიეტუვის ეროვნული რაგბის შვიდკაცა ნაკრები საქართველოს ეროვნულ შვიდკაცასთან სათამაშოდ ჩამოვიდა.

როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა ამის შესახებ მათ ინფორმაცია არავინ მიაწოდა. საქართველოში ჩამოსვლისას, მეგობარი ქვეყნის შვიდკაცა ნაკრებს საქართველოს რაგბის კავშირის არცერთი წარმომადგენელი აეროპორტში არ დახვედრია. 

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, მომავალში ის აღარ აპირებს საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობას, რადგან მათ განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს.

“როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩით. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა არამგონია, შემდეგში კიდევ ვითანამშრომლოთ. ეს იყო უდიდესი უპატივცემულობა როგორც ჩვენი რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავიანთი ინიციატივით დაგვეხმარნენ. რაგბიში ასე არ ხდება, რაგბი მეგობრობაზეა დამყარებული” – ამბობს “ტვ პირველთან” ინტერვიუში ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირმანტას კუკულსკი.

ლიეტუვას შვიდკაცა ეროვნული ნაკრების წევრები თბილისიდან გამთენიისას გაემგზავრნენ.

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და “ტვ პირველი” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img