საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაში არ გავიდნენ.
“ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში
საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს”, – წერია განცხადებაში.
მედია “ისრაელის თავდაცვის ძალებზე” დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.