16.10.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

“სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას”, – აღნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში.

საგარეოს ცნობით, რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს “მწვანე შუქს” რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img