12.06.2021
- Advertisement -

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ იყო წარდგენილი. სააგენტო საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.

ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნეს.

დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -