24.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში 30 წლამდე ახალგაზრდების 39%-ია დასაქმებული

“ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სრულწლოვან გამოკითხულ ახალგაზრდებს, 39% ამბობს, რომ დასაქმებულია.

კვლევის თანახმად, 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდების დაახლოებით მესამედი (28%) ამბობს, რომ დასაქმებულია, ნახევარი (50%) ეძებს სამსახურს, 22% კი არაა დასაქმებული და დასაქმებას არ ცდილობს. 

26-დან 30 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (65%) ამბობს, რომ დასაქმებულია, დაახლოებით მესამედი (31%) სამსახურს ეძებს, ხოლო 4% არ არის დასაქმებული, თუმცა სამსახურს არ ეძებს.

ამასთან, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 14-17 წლამდე ახალგაზრდების მცირე წილი – 4% დასაქმებულია, 21% ეძებს სამუშაოს, ხოლო 76% არაა დასაქმებული და ამ ეტაპზე სამუშაოს არ ეძებს.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 14 წლიდან 30 წლამდე ასაკის 4 652 ახალგაზრდა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img