19.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანები აიცრებიან

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება რეკომენდირებული 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გახდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით,  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება ისე, როგორც მიმდინარეობს, თუმცა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მისი გაფართოვება აღარ მოხდება.

“დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ. იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერ სხვა ჯგუფი გამომდინარე ქრონიკული დაავადებების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები.

 ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით აღარ მოხდება.”, – განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ვინც პირველად გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა, მეორედაც ამ ვაქცინით აიცრება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img