25.01.2022
- Advertisement -spot_img

საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა

საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა.

სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორ თამარ გაბუნია აცხადებს, „სინოფარმზე“ ჩატარებული კვლევები კარგ შედეგებს უჩვენებს.

მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

„ საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების გახლავთ. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული.

კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“,-აცხადებს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი კი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი- 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. რაც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img