19.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაასრულა მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან და მაისიდან დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი – ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან შესრულდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი.

“მოხარულები ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბაზრით სრულიად ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან. ასევე, ეტაპობრივად უბრუნდებიან ბაზარს და ფრენის სიხშირეებსაც ზრდიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც ტრადიციულად დაფრინავდნენ ჩვენს აეროპორტებში. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან.” – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

fb
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img