ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი, 13 ოქტომბრის მდგომარეობით – დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.57%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 899, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 250, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 702, მცხეთა-მთიანეთი – 99, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც:
4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 675, აჭარაში – 433, იმერეთში – 1 189.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში – 351, აჭარაში – 80, იმერეთში – 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 18, იმერეთში – 27.
889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 – თბილისში, 252 – აჭარაში.
26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი.