09.12.2021
- Advertisement -spot_img

საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83% აცრილია

საქართველოში, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების 83%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული –  ამის შესახებ ინფორმაციას, კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი ავრცელებს.

ერთ–ერთი პირველი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო:

“მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც”.- თქვა მან. 

უკვე აცრილია:

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ვატიკანის ელჩი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური და წმიდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი.

თბილისის საკრებულოებში მოღვაწე ორი მღვდელი;

დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში მოღვაწე ყველა მღვდელი;

მესხეთის საკრებულოებში მოღვაწე ორი მღვდელი;

გორისა და ბეთლემის ადმინისტრატორი;

კამილიელთა ორდენის ერთი მღვდელი და ერთი ძმა;

სოხუმის საკრებულოს წინამძღვარი;

დიაკვანი მესხეთიდან;

პირველი დოზისთვის რეგისტრირებულია ხიზაბავრა–ვარგავის წინამძღვარი, დიკვნები: მესხეთიდან, ქუთაისიდან და კამილიელთა ორდენიდან;

ვაქცინა გაიკეთეს მონაზვნებმა: სალეზიანელთა, კამილიელთა, ბენედიქტელთა ორდენებიდან, ასევე წმინდა იოსების მცირე ქალიშვილების, დედა ტერეზას დების, წმ. ელიზაბეტას დებისა და წმინდა ნინოს დების კონგრეგაციებიდან.

კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის 13 იანვარს გაიკეთეს პაპმა ფრანცისკემ და ემერიტუსმა პაპმა ბენედიქტე XVI–მ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img