19.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 59 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი.

ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 389 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 181, „პისიარ“ ტესტით – 17 208.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,22%, ბოლო 14 დღის – 10,86%, ბოლო შვიდი დღის – 10,98%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 506 040 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 440 370 გამოჯანმრთელდა, 6 649 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 907 665 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 986.

კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 238 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 458 პირი.

ამასთან, 19 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ადამიანი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img