23.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში კორონავირუსის 50-მდე ახალი შტამი დადასტურდა. ძირითადად „ბრიტანული შტამია“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 50-მდე ახალი შტამი დადასტურდა მათი უმრავლესობა ე.წ. ბრტანული შტამია.

„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს.

„კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება – ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდნეიმე ერთეული დაემატება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img