30.07.2021
- Advertisement -spot_img

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img