17.01.2022
- Advertisement -spot_img

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 171 ადამიანს დაუდასტურდა, 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 315 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 296 532, გარდაიცვალა 4 207 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img