25.01.2022
- Advertisement -spot_img

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 056 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა – 83, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 32, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი- 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. რაც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img