23.11.2024

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 595 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 813, „პისიარ“ ტესტით – 18 782.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 10,95%, ბოლო შვიდი დღის – 10,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 510 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 442 956 გამოჯანმრთელდა, 6 723 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 93 8705 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 555.

კარანტინის რეჟიმშია 74, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 273 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 499 პირი.

ამასთან, 20 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი, გარდაიცვალა 59 ადამიანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img