საქართველოში ორი დღის განმავლობაში, 4-5 ივლისს, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამის მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
4-5 ივლისს, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. ვირუსისგან 1515 პირი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კოვიდსტატისტიკა გუშინ არ განახლებულა, საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო.