09.10.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (20.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი)“, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, «საქსტატის“ ცნობით, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი).

„ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 5 www.geostat.ge info@geostat.ge 03.06.2022 ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი)“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img