20.04.2024
- Advertisement -spot_img

საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით კი, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება პროცესი ქვეყანაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img