13.06.2021
- Advertisement -

საქსტატი – 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უმუშევრობის ზრდასთან ერთად შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც. 

“2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით,”- ნათქვამია დოკუმენტში. 

2020 წლის უმუშევრობის ანგარიში საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიის მეშვეობით შეიმუშავა, რომელიც სოფლად თვითდასაქმებულ მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევიან, დასაქმებულებად აღარ თვლის. შესაბამისად გადაანგარიშდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. ანუ, თუკი 2019 წელს წინა მეთოდოლოგიით ქვეყანაში უმუშევრად მოსახლეობის 11.6% ითვლებოდა, ახალ მეთოდოლოგიაზე გადაანგარიშების შედეგად ეს 11.6% გაიზარდა და 17.6% გახდა. სწორედ ამ გადაანგარიშებულ მაჩვენებელს შედარდა 2020 წლის უმუშევრობის დონე, რომელიც ახალი მეთოდოლოგიის მეშვეობით დაითვალა.

2020 წელს პანდემიური კრიზისის შედეგად საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და სახელმწიფოსგან 200-ლარიან კომპენსაციას 100,000 მოქალაქეზე მეტი იღებდა. თუმცა საქსტატის ანგარიშში უმუშევრობის ზრდა მხოლოდ 0.9 პროცენტული პუნქტია. მეტიც ამ სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად 2018 წელს საქართველოში უფრო მაღალი – 19.2%-იანი უმუშევრობა იყო, ვიდრე 2020 წელს. თუმცა 2018 წლის, ისევე როგორც 2010-2019 წლის ყველა ანგარიში უმუშევრობის წინა სტატისტიკის მეშვეობით იყო დათვლილი და შესაძლოა, წინა მეთოდოლოგიის მეშვეობით მიღებული რიცხვების გადაანგარიშებით დადგენილი უმუშევრობის რიცხვები იყოს ბევრად უფრო არაზუსტი ვიდრე უშუალოდ ახალი მეთოდოლოგიის მეშვეობით გამოთვლილი უმუშევრობის მაჩვენებლები.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -