09.12.2021
- Advertisement -spot_img

საქსტატი – იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა ექსპორტი 1 538.1 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ 24.4 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 15.7 პროცენტით მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img