19.09.2021
- Advertisement -spot_img

საქსტატი – საქართველოში საშუალო ხელფასი 1,256 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვიტ, საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მიხედვით, სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები დაფიქსირდა ასე ნაწილდება:

1) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2,448 ლარი, კლება წინა წელთან 5.7%;
2) კომუნიკაციბი და ინფორმაცია – 2,159 ლარი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
3) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1,798 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
4) მშენებლობა – 1,664 ლარი, კლება წინა წელთან 2.3%.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით განისაზღვრა და წლიურად 62.5 ლარით გაიზარდა, ხოლო კაცების – 1 473.4 ლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49.5 ლარით მეტი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img