20.04.2024
- Advertisement -spot_img

საქსტატი – საქართველოში ტრანსპორტზე ფასებმა 17.4%-ით მოიმატა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, საბაზო ინფლაციამ 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.4 პროცენტით განისაზღვრა. 

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი);

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img