24.07.2021
- Advertisement -spot_img

საქსტატი – წლიური ინფლაციის დონე 9.9 პროცენტამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ივნისის თვეში კი 0.7 პროცენტი.

წლიურ ჭრილში ფასების მატების ძირითადი მიზეზი სურსათის და საწვავის გაძვირებასთან ერთად ბუნებრივი აირის ტარიფის მატებაც იყო. 

კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ფასების ზრდა ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), თევზეული (11.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-6.5 პროცენტი).

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img