20.04.2024
- Advertisement -spot_img

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითია.

სასამართლომ იგივე სასჯელი გამოუტანა სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგს და მოსამართლე ჟიზბელ აზიბერის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სარკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img