19.04.2024
- Advertisement -spot_img

საცურაო აუზში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია – კვლევა

ლონდონის იმპერიის კოლეჯის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, საცურაო აუზში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა ძალზე დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას swimming.org ავრცელებს.

კვლევები Swim England-მა Water Babies-თან ერთობლივად ჩაატარა. ექსპერიმენტის ავტორები შედეგებით კმაყოფილები არიან. საცურაო აუზის წყალში ვირუსის ინაქტივირება 30 წამში ხდება.

ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მგ ქლორის დამატება კორონავირუსის გავრცელების ალბათობას 1000-ჯერ ამცირებს და ის 30 წამის შემდეგ ქრება. ექსპერიმენტის ავტორებმა ვირუსი ქლორიან წყალში სპეციალურად გაუშვეს და დაადგინეს, რომ ის ვერ გადარჩა.

კვლევის მონაწილეთა განცხადებით, სწორი მოქმედების შემთხვევაში საცურაო აუზები იქ მისული ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img