28.11.2021
- Advertisement -spot_img

სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის უქმე დღეების პერიოდში დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

“უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი, ეს არის 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img