23.11.2024

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იანვრიდან საზტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდება.

იანვრიდან შემოგვაქვს სიახლეები, მათ შორის სააბონიმენტო სისტემა და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მიეწოდება საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია. გარდა ამისა, იქნება ტარიფის ინტეგრირებული სისტემა. როგორც იცით, მეტროს ბილეთის ყიდვის შემთხვევაში საათნახევრის განმავლობაში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ავტობუსით და მიკროავტობუსით უფასოდ, დღეის მდგომარეობით ეს სისტემა ყვითელ მიკროავტობუსებში არ ვრცელდება, თუმცა, მოგვიანებით სრულად იქნება მოწესრიგებული და ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება შესაძლებელი გამოიყენოთ ეს ინტეგრირებული ტარიფი“, – განაცხადა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img