21.10.2021
- Advertisement -spot_img

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. აგრესიული და ძლადობრივი ჯგუფის წევრებმა ის მაშინ სცემეს, როდესაც აქციას და იქ მყოფი ადამიანების ქმედებებს იღებდა. ის ალყაში მოაქციეს და ურტყეს როგორც კეტები, ასევე ფეხები.

მას დამატებითი გამოკვლებები უტარდება. 

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაშავებული მედიის 6 წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 

კლინიკაში რჩება ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

იენს სტოლტენბერგი – საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად

ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img