19.04.2024
- Advertisement -spot_img

სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს

დღეიდან, სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება „თელასში“. მისი თქმით, აღნიშნული მონიტორინგის საფუძველზე მოხდება მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორის შესწავლა, ასევე დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და ა.შ.

„მონიტორინგი იქნება გასვლითი, სამუშაო ჯგუფი დილიდან იმყოფება „თელასში“. სწავლობენ მრიცხველებიდან მონაცემების აღების სისწორეს, შემდეგ უკვე დარიცხვის კანონიერებას, თუ რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, როგორ იგზავნება ქვითრები, ხომ არ არის რაიმე სახის ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან, ასევე ნახავენ მონაცემთა ბაზას, სადაც ფორმირდება დარიცხვები, მოხმარებული ენერგიის შესახებ ინფორმაცია და საიდანაც ხდება შემდეგ უკვე ქვითრების გაგზავნა. ასე ვთქვათ, სრულ ციკლს, მონაცემების აღებიდან გადახდამდე შეისწავლიან და ნახავენ ჩვენს წესებთან შესაბამისობას“, – განაცხადა ნარმანიამ “ინტერპრესსნიუსთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img