29.03.2024
- Advertisement -spot_img

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია – შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე, მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა.

ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს.

ვინ არის დათო ადამია

დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს “დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ცოტა რამ “დაგის” შესახებ

“დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა.

რას ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შპს“დაგის” 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან.

ეჭვები პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით

შპს “დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს “დაგი”. შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3,301,213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2,635,441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს „დაგიმ“ 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში (კონტრაქტების ჯამური ღირებულება – 1,570,154 ლარი).

22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია. შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო (ხელშეკრულებების ღირებულება – 1,065,287 ლარი) – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭირვალობის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img