20.04.2024
- Advertisement -spot_img

სერენა უილიამსი ჩოგბურთელის კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს. უილიამსის თქმით, ის სპორტს 2022 წლის აშშ-ს ღია პირველობის ტურნირის შემდეგ დატოვებს. სპორტსმენის თქმით, რომელსაც პირველი შვილი 2017 წელს შეეძინა, ამ ნაბიჯისკენ ოჯახის გაფართოების სურვილმა უბიძგა:

„არასოდეს მსურდა აღმოვჩენილიყავი მოცემულობის წინაშე, როცა ოჯახსა და ჩოგბურთს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა. არ ვფიქრობ რომ ეს სამართლიანია. მე რომ კაცი ვიყო, ამის თქმა არ მომიწევდა, ჩოგბურთის თამაშს და ტიტულების მოგებას გავაგრძელებდი, სანამ ოჯახის გაფართოების ფიზიკურ შრომას ჩემი ცოლი შეასრულებდა“ – ამბობს სერენა უილიამსი Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

გრანდ სლემის 23-გზის ჩემპიონი ჩოგბურთელი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ის შეეცდება გაიმარჯვოს აშშ-ს ღია პირველობის ტურნირზე, თუმცა დროა, რომ “სხვა მიმართულებით იმოძრაოს”.

Instagram-ზე მისი გამოსახულებით Vogue-ის სექტემბრის ნომრის ყდის გამოქვეყნებასთან ერთად უილიამსი წერს, რომ ეს რთული დროა, თუმცა ახლა მისთვის სხვა მიმართულებით სვლაა საჭირო.

ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ბოლო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, აშშ-ის ღია პირველობა იქნება, რომელიც აგვისტოში იმარტება და სექტემბრამდე გასტანს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img