რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილია, რომელიც “რთულად”, მაგრამ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
“ამჟამად, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ვიდეოკონფერენციის საშუალებით, შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ყოველდღიურად განიხილავენ”. – თქვა ლავროვმა ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში “დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებისა” და სანქციების მოხსნის შესაძლებლობებს განიხილავენ.
“ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკებების გაგრძელების, თუმცა ეს რთულია”. – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.