23.11.2024

სერგეი ვოლინა – ჯოჯოხეთური რეალითი-შოუა, სადაც სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს

თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდი, სადაც ჩვენ, სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ყველა შანსს გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლს იცავენ და თავს „აზოვსტალის“ ქარხანას აფარებენ, იმედოვნებენ, რომ მათი გადარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.

„ასეთი სცენარები, როგორშიც ჩვენ ვართ ფილმებსა და სერიალებში გამოიყენება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის და არც ჩვენ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს რეალური ცხოვრებაა. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია. არსებობს მიღებული წესები, ისინი ერთნაირია ყველასთვის, დამტკიცებულია კანონებით, ხელმოწერებითა და ბეჭდებით, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ. მაშინ საერთოდ რა საჭიროა ისინი?“- წერს ვოლინა.

36-ე ბრიგადის ხელმძღვანელის თქმით, ახლა მას მხოლოდ სასწაულის იმედი აქვს.

„მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ მაღალი ძალები იპოვიან გამოსავალს ჩვენი გადარჩენისთვის. და ეს ჯოჯოხეთური რეალითი-შოუ დასრულდება. მაღალო ძალებო, ჩვენ ველით თქვენი ქმედებების შედეგებს. დრო გადის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა“,- განაცხადა ვოლინამ. მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მებრძოლები უკრაინის ერთგულები არიან და ყველას მოუწოდებენ, მაქსიმალური ძალისმევა გამოიჩინონ მათი დახმარებისთვის.

„თეთრი დროშები მოსახლეობის ევაკუაციისთვის უკვე მეოთხედ გამოიყენება. ბოლო ევაკუაციის ფასი სამი მოკლული და 6 დაჭრილი სამხედროა. მარიუპოლის გარნიზონმა გააკეთა ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის“,- განაცხადა მებრძოლმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img