17.01.2022
- Advertisement -spot_img

სერგო ჩიხლაძე – ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში

ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში – სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევა არის კიდევ ერთი ჩავარდნა და უკან გადადგმული ნაბიჯი.

“ამას ასე აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი. ყველაფერი ეს მოხდა ღამით, მიპარვით მაშინ, როცა ყველა არჩევნების მეორე ტურზე ვიყავით გადართული. ფორმალურად ვაკანსიებიც კი არ გამოაცხადეს – პირდაპირ ღამით შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ კლანი კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. ჩვენ ამ და სხვა ნაბიჯებით დასავლეთს ვშორდებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img