23.11.2024

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გარკვეული კომპრომისებისთვის ოპოზიციაც მზადაა

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, კომპრომისზე წამოვიდეს და მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.

მისი თქმით, გარკვეულ კომპრომისებისთვის ოპოზიციაც მზად არის. „მზად ვარ, ვისაუბროთ, მზად ვართ, მოვილაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად „ქართული ოცნებაც“ ამას აცხადებს და მე ვფიქრობ, რომ ექვსივე საკითხზე ძალიან პროდუქტიული დიალოგი შედგება მომდევნო 2 დღის განმავლობაში. „ქართული ოცნებისგან“ არის ხისტი განცხადებები, რომ რაღაცას დათმობენ – არ დათმობენ. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ისინი იძულებული იქნებიან, წამოვიდნენ კომპრომისზე, ისევე, როგორც ოპოზიცია არის მზად გარკვეული კომპრომისებისთვის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მანამდე, დანიელსონი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img