19.09.2021
- Advertisement -spot_img

სერხიო რამოსი “რეალს“ ემშვიდობება – 16-წლიანი ეპოქა დასრულდა

მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. განცხადების მიხედვით, დღეს, 17 ივნისს, გუნდი ესპანელ ფეხბურთელს დაემშვიდობება, გაიმართება ცერემონია, რომელიც კლუბიდან სერხიო რამოსის წასვლას მიეძღვნება. თავადა ფეხბურთელმა კი, სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ფოტო გამოაქვენა, სადაც მადლობას იხდის. 

რამოსს “რეალთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კლუბი გუნდის კაპიტანსა და ლიდერს ერთწლიან კონტრაქტსა და 10 პროცენტით შემცირებულ ხელფასს სთავაზობდა, თავად კაპიტანს კი, მინიმუმ ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა. ჯერეჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს რამოსი საფეხბურთო კარიერას. 

სერხიო რამოსი რეალში 2005 წლიდან თამაშობს. 16-წლიან კარიერას “რეალში” დღეს ასრულებს.

ესპანელმა ფეხბურთელმა რეალის შემადგნელობაში 671 შეხვედრა ჩაატარა. გაიტანა 101 გოლი და 40 საგოლე პასი გააკეთა. კლუბთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერთასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img