29.03.2024
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი – ჩემი მხრიდან ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს შორის კამათი იყო. უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში თინა ბოკუჩავამ მადატურებზე იძალადა და ეს აგრესია მან აღკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ნებისმიერი დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაცაა.

„რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხს, თუკი ქალბატონ თინაზე საუბრობთ, თქვენ ხომ კარგად ნახეთ რაც ხდებოდა? ახლა რომ საუბრობთ იმაზე, გასაუბრება უნდოდაო, ის ორი მანდატური რატომ გაეკიდა ქალბატონ თინას და რატომ აკავებდა? რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ამას? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია? თქვენ გინდათ ახლა გაასაღოთ, რომ სპიკერატში მიჭრა, მანდატურებთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა… ქალზეც და კაცზეც ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც აგრესია მოდიოდა ადამიანისგან და აგრესია მოდიოდა ამ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან და სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. რა უნდოდა იქ მანდატურს?

თქვენ ხომ ყოფილი პოლიციელი ბრძანდებით? სწორედ მანდ არის პასუხი და თუ გულწრფელი იქნებით, გასცემთ თქვენ გულში ამას პასუხს, როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ეს არის ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების, რომ სქესს ამოეფაროს და ქალობა არის ინდულგენცია. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან… ბევრი რამე გვაქვს თქვენგან ნანახი, საღებავების გადასხმა გვაქვს ნანახი, რაღაც ნივთიერებების დასხმა გვაქვს ნანახი პარლამენტში და ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ეს ძალადობა კი არ არის, ეს არის აგრესიის აღკვეთა. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ორ მანდატურს ეჭიდავებოდა და [მისი შეჩერება] ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და პაპუაშვილს ჰკითხა: „ანუ თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?“

„ზუსტად! ორი მანდატურის მიმართაც ავლენდა აგრესიას და იჭრებოდა სპიკერატში. ყველა დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაა, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს, ჩაერიოს. ჩავერიე და გავარიდე იმ სიტუაციას!“, – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img