08.12.2024

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის კითხვარის პასუხები არა შეფასებითი, არამედ აღწერითი ხასიათისაა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარის პასუხები არა შეფასებითი, არამედ აღწერითი ხასიათისაა.

როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი ტექნიკურია და საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოს აღწერს.

„ჯამში 2 669 კითხვაა – 369 პირველი ნაწილიდან, ხოლო 2300 მეორე ნაწილი. კითხვები არ არის შეფასებითი ხასიათის. კითხვებში არის აღწერა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩოსი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. მეორე ნაწილი ეხებოდა ევროკავშირის დირექტივებს, მაგალითად, მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით და წერია არის თუ არა კანონში გათვალისწინებული რაღაც ინსტრუმენტები. ეს არის ტექნიკური ხასიათის დოკუმენტი, რომელიც აღწერს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოს.

რაც შეეხება ამ დოკუმენტის გასაჯაროებას – არცერთ ქვეყანას, არც უკრაინას, არც მოლდოვას და მანამდე სხვა ქვეყნებს, კითხვები და პასუხები არ გამოუქვეყნებიათ, თუ არ ვცდები ერთი გამონაკლისის გარდა. სტანდარტი არის ის, რომ ეს არის ბიუროკრატიული საქმიანობა – მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სამართლებრივი მდგომარეობის აღწერაზე, ამას აკეთებს. არც უკრაინას, არც მოლდოვას, არც კითხვები გაუსაჯაროებიათ, არც პასუხები.

ვინაიდან ჩვენთან აჟიოტაჟია ატეხილი კითხვებთან და პასუხებთან დაკავშირებით, ვინ ვის დაასწრებს, როდის იქნება პასუხი, ეს ქმნის საფრთხეს, რომ გამოქვეყნებამ, ზედმეტმა ჩართულობამ ამ კუთხით, შესაძლოა დააზიანოს პროცესი. ჯერ ეს პროცესი დასრულებული არ არის. შეიძლება პასუხებთან დაკავშირებითაც იყოს დამატებითი კითხვები. ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის მიმდინარეობს, ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა ვაცადოთ, რათა ეს პროცესი სწორედ წარიმართოს და არ მოხდეს მისი პროცესის დისკრედიტაცია. ყველაზე დიდი საფრთხე იმაშია, რომ სამწუხაროდ, მათ შორის პოლიტიკური თუ სხვა საკითხების გამო პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს. ვინაიდან ეჭვებია იმაზე, როგორაა პასუხები გაცემული, კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც გასაჯაროვდა, ხომ ხვდებით, რომ პასუხები ვერ იქნება შეფასებითი ხასიათის და არის უბრალოდ აღწერა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img