პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს.
“ევროკავშირის გულში გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას სულაც არ ასხივებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა”, – დაწერა პაპუაშვილა სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შეხვდა.
სააკაშვილის თქმით, შეხვედრები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას შეეხო.